ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი „ვალენსია“ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს ესტუმრა და ბუნებრივია ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილის გუნდმა ისევ წააგო – 1:2 „ალმერიასთან“. მასპინძლებმა მეორე ტაიმი ბევრად მონდომებულად ჩაატარეს და დაუფასდათ კიდეც.
28-ე ტურის შეხვედრაში მამარდა ტრადიციულად ძირითადში იყო.
49-ე წუთზე საჯარიმოში თავისუფლად შეჭრილმა მელერომ მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა, გიორგი ბურთს ვერ მისწვდა.
58-ე წუთზე მამარდაშვილი კუთხურიდან ჩაწოდებისას გამოსვლაზე შეცდა და ანგარიში 2:0 გახდა.
ვალენსიელებმა ერთის გაქვითვა მოახერხეს, მერეც უტევდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
„ვალენსიას“ 27 ქულა დარჩა და გასავარდნ ზონაშია, მე-18 ადგილზეა. წინ მყოფ კონკურენტებს კი 2-3 ქულით ჩამორჩება.
მომდევნო შეხვედრაში „ვალენსია“ 16 აპრილს „სევილიას“ უმასპინძლებს, რომელიც ასევე გასავარდ ზონაში იყო, თუმცა ბოლო დროს გამოასწორა ვითარება და ახლა „ვალენსიას“ 5 ქულით უისწრებს.
ალმერია – ვალენსია 2:1
გოლები: 1:0 მელერო (49), 2:0 ბაბიჩი (58), 2:1 კასტილეხო (61)
GIPHY App Key not set. Please check settings