ზამთარში „ბორნმუთმა“ 22.7 მილიონად კიევის „დინამოდან“ ილია ზაბარნი წაიყვანა, რომელსაც 5 წუთიანი დებიუტი უკვე ჰქონდა პრემიერლიგაში.
ის არის მე-10 უკრაინელი პრემიერლიგაში. ვნახოთ პოსტსაბჭოთა სივრცეს რამდენი წარმომადგენელი ჰყოლია ინგლისში?
ყოფილი საბჭოთა კავშირი პრემიერლიგაში
უკრაინა – 10 მოთამაშე – 432 მატჩი
რუსეთი – 8 – 663
საქართველო – 5 – 246
ლატვია – 5 – 172
ესტონეთი – 2 – 177
ბელარუსი – 2 – 114
ლიეტუვა – 2 – 3
სომხეთი – 1 – 78
იარმოლიუკი (უკრიანა), პუტნინში (ლატვია), ჰეინი და პასკოჩი (ეტონეთი) პრემიერლიგის კლუბებში ირიცხებოდნენ/ირიცხებიან, მაგრამ ჩემპიონატში არ უთამაშიათ. ისინი არ არიან გათვალისწინებული სიაში.
პრემიერლიგაში უთამაშიათ 15 პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის 8 წარმომადგენელს – არ ყოფილან ფეხბურთელები აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვადან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან და უზბეკეთიდან.
ლეიტუვას 2 ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ სულ 3 მატჩი ითამაშეს. სომხეთის ყულაბაში კი მხოლოდ ჰენრიხ მხითარიანი „ჰყრიდა“ მატჩებს.
ამჟამად პრემიერლიგას 5 უკრაინელი ჰყავს.
პოსტსაბჭოთა სივრცის ფეხბურთელები
ანდრეი კანჩელსკისი (რუსეთი) – 161 მატჩი
მარტ პოომი (ესტონეთი) – 138
მარიან პახარი (ლატვია) – 129
დმიტრი ხარინი (რუსეთი) – 118
ალექსანდრ გლები (ბელარუსი) – 108
ანდრეი არშავინი (რუსეთი) – 105
გიორგი ქინქლაძე (საქართველო) – 102
ალექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა) – 98
ალექსანდრ სმერტინი (რუსეთი) – 82
ოლეგ ლუჟნი (უკრიანა) – 81
ჰენრიხ მხითარიანი (სომხეთი) – 78
ტოპ 11 ფეხბურთელიდან 6 „არსენალში“ თამაშობდა. ლონდონურმა კლუბმა თითქმის მტელი პოსტსაბჭოთა სივრციდან მოაგროვა ფეხბურთელები, არ ყოფილან მარტო ქართველები.
თუმცა ზაფხულში შესაძლოა ეს სია გაიზარდოს. „სიტი“ (შესაძლოა სხვებიც) ხვიჩა კვარაცხელიათი არიან დაინტერესებული, ახლახან კი „ლესტერის“ სერიოზულ ინტერესზე ითქვა გიორგი მამარდაშვილისადმი.
ქინქლაძის გარდა ინგლისში უთამაშიათ თემურ ქეცბაიას, კახა ცხადაძეს, მურთაზ შელიას, მიხეილ ყაველაშვილს.
GIPHY App Key not set. Please check settings