Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა და ერთი სასიამოვნო შედეგიც მივიღეთ: ორჯერ გაზრდილია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის ფასი – მას ახლა 6 მილიონ ევროდ აფასებენ.
საინტერესოა, რომ ქართველი შემტევი ლიგა 2-ში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.
Transfermarkt წელიწადში სამჯერ აფასებს საინტერესო ლიგებსა და ფეხბურთელებს.
ლიგა 2:
- გიორგი მიქაუტაძე – საქართველო, „მეცი“ 6.00 მლნ ევრო
- ჯოშ მაჯა – ნიგერია, „ბორდო“ 4.00 მლნ ევრო
- ჟან-ფილიპ კრასო – კოტ დ’ივუარი, „სენტ-ეტიენი“ 4.00 მლნ ევრო
ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები:
- ხვიჩა კვარაცხელია – „ნაპოლი“ 85.00 მლნ ევრო
- გიორგი მამარდაშვილი – „ვალენსია“ 25.00 მლნ ევრო
- გიორგი მიქაუტაძე – „მეცი“ 6.00 მლნ ევრო
- საბა ლობჟანიძე – „კარაგუმრუკი“ 3.00 მლნ ევრო
- დავით ხოჭოლავა – „კოპენჰაგენი“ 2.50 მლნ ევრო
GIPHY App Key not set. Please check settings