ალექსანდრ ჩეფერინი მესამედ აირჩიეს უეფას პრეზიდენტად. ხმის მიცემა ორგანიზაციის 47-ე კონგრესზე გაიმართა, რომელიც ლისაბონში მიმდინარეობს.
ჩეფერინის კანდიდატურა ერთადერთი იყო არჩევნებზე. 55 წლის სლოვენიელი თანამდებობას კიდევ 4 წელი დაიკავებს.
2019 წელს ჩეფერინი მეორედ აირჩიეს უეფა-ს პრეზიდენტად და მაშინაც ის ერთადერთ კანდიდატი იყო.
ჩეფერინი უეფას მეშვიდე პრეზიდენტია ისტორიაში. ის 2016 წლიდან ხელმძღვანელობს უეფას.
GIPHY App Key not set. Please check settings