NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „კლივლენდ კავალიერსს“ უმასპინძლა და 113:117 დაუთმო.
გოგამ 16:09 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
„ორლანდოში“ საუკეთესო მარკელ ფულცი გახდა. გამთამაშებელმა საკუთარ გუნდს 23 ქულა, 2 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი შესძინა.
„მეჯიქი“ 34 მოგებითა და 45 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩი 7 აპრილს ისევ „კლივლენდთან“
უწევს.
GIPHY App Key not set. Please check settings