გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში “რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა და გვარიანი ბრძოლა გადახდა – 1:1.
მატჩი მასპინძლებისთვის ცუდად დაიწყო, უკვე მე-9 წუთზე გაუშვეს. დაცვა ჩავარდა და მამარდაშვილთან პირისპირ სანტი კომესანია აღმოჩნდა. გიორგიმ ბურთზე რეაგირება მოახერხა, მაგრამ ახლო მანძილიდან დარტყმულის შემდეგ გუნდის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო.
მეორე ნახევარში „ვალენსიამ“ მეტოქე საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა და დიდ უპირატესობას ფლობდა, მამარდაშვილიც კი მოედნის ცენტრამდე ადიოდა.
82-ე წუთზე ვიდეორეფერიმ პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯასტინ კლუივერტმა ლამაზად გაიტანა – 1:1.
88-ე წუთზე მამარდაშვილს სახიფათო დარტყმის მოგერიება მოუხდა. სალვი სანჩესმა საჯარიმოს კუთხიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ჩვენიანმა გუნდი გადაარჩინა.
„ვალენსიამ“ 27 ქულა დააგროვა და მე-17 ადგილზე აინაცვლა, მაგრამ კონკურენტებს, „ესპანიოლს“ და „ალმერიასაც“ 27 ქულა აქვთ, ვალენსიელები მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო უსწრებენ.
9 აპრილს „ვალენსია“ გასვლაზე სწორედ „ალმერიას“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings