„ნაპოლიმ“ მართალია სატურნირო ცხრილის მიხედვით უკვე აზრზდაკარგული, თუმცა მაინც ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მატჩი ითამაშა „მილანთან“ და… 0:4.
სერია ა-ს 28-ე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. თავიდან გამწვავენა სცადა და დაარტყა კიდეც. ერთხელ მისი პასით ჯოვანი სიმეონეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ააცილა.
საერთო ჯამშ, კი „მილანი“ უკეთ თამაშობდა, ნეაპოლელები ხიფათის შექმნას თითქმის ვერ ახერხებდნენ და პირველი ტაიმი 0:2 წააგეს.
მეორე ნახევრის დასაწყისში სტუმრებმა „ნაპოლის“ მაღალი პრესინგი შესთავაზეს, დაცვაში კომპაქტურად მოქმედებდნენ. ხვიჩას ბურთის მისაღებად ღრმად უკან ჩასვლა უწევდა, ხოლო ოსიმენის ნაცვლად მოთამაშე სიმეონე პასიური იყო.
მიუხედავად სეთი მარცხისა, კვარაცხელიას თამაში ძლიან დაბალი ქულებით მაინც არ შეუფასებიათ. Sofascore-მა ჩვენიანს 7.3 ქულა დაუწერა, Whoscored-მა კი ხვიჩას 7.2 ქულა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ ორივე ამ გამოცემის მიხედვით, თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
„ნაპოლი“ ასე პირწმინდად პირველად დაიჩაგრა, თუმცა ლიდერობას არაფერი ემუქრება – 71 ქულით პირველ ადგილზეა და „ლაციოს“ (55) სოლიდური უპირატესობით ასწრებს.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ და „მილანი“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კიდევ ორჯერ დაუპირისპირდებიან – 12 აპრილს მილანში, „სან-სიროზე“, ხოლო 19 აპრილს – „სტადიო მარადონაზე“.
მანამდე კი ჩემპიონატში კიდევ ერთი მატჩია: 7 აპრილს სტუმრად „ლეჩესთან“.
ნაპოლი – მილანი 0:4
გოლები: 0:1 ლეაო (17), 0:2 ბრაიმ დიასი (25), 0:3 ლეაო (59), 0:4 სალემაკერსი (67)
GIPHY App Key not set. Please check settings