ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ გადამწყვეტი ეტაპი ეწყება. მართალია, სკუდეტოს არაფერი ემუქრება და ნეაპოლელები ქვეყნის ჩემპიონები უსათუოდ გახდებიან, მაგრამ ასევე მშვენიერი კონტურები გამოიკვეთა ჩემპიონთა ლიგაზე, სადად ფინალში გასვლის რეალური შესაძლებლობა გაჩნდა.
ასეთ დროს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდის მთავარი გოლეადორი და ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია და შესაძლოა „მილანთან“ როგორც საჩემპიონატო (2 აპრილი), ასევე ¼ ფინალური სალიგო მატჩები (12 და 18 აპრილი) გამოტოვეს.
„ოსიმენი „ნაპოლის“ „მილანთან“ მატჩში ვერ დაეხმარება, მაგრამ ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ის, რომ თავდამსხმელმა, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრებიც გამოტოვოს“, – წერს Calciomercato.
არსებული ინფორმაციით, ოსიმენი დაახლოებით 3 კვირა ვერ ითამაშებს. ფეხბურთელს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება როდის შეძლებს თამაშს „ნაპოლის“ ბომბარდირი.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სერია ა-ს 28-ე ტურში “”როსონერის “მილანის” წინააღმდეგ ძირითადში ჯოვანი სიმეონე იქნება. შანსს მიიღებს ჯაკომო რასპადორიც, სავარაუდოდ უფრო დიდ დროს “ლეჩესთან” (7 აპრილს) მატჩში.
GIPHY App Key not set. Please check settings