ხვიჩა კვარაცხელია ისევ გახდა იტალიის სერია ა-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი. ჩვენიანი მარტში სხვებზე უკეთესად აღიარეს გამოკითხვის შედეგებით, რომელიც იტალიის ჩემპიონატის ვებგვერდზე მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ მარტში 3 მატჩი გამართა. ჯერ შინ „ლაციოსთან“ წააგო (0:1), შემდეგ კი მოუგო „ატალანტას“ (2:0) და „ტორინოს“ (4:0). ხვიჩას ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია. ერთიც პენალტი მოიპოვა. თუმცა აქ უფრო მისი თამაშია აღსანიშნავია და „ატალანტასთან“ კარში გატანილი დაუვიწყარი გოლი.
ეს ჯილდო ხვიჩამ სეზონში უკვე მესამედ (ზედიზედ მეორედ) მოიპოვა, რაც იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველა დროის რეკორდია.
ხვიჩას გარდა, მარტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ასევე იბრძოდნენ კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“), არმან ლორიენტე („სასუოლო“), ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“) და დესტინი უდოჯი („უდინეზე“).
შეგახსენებთ, რომ „ატალანტასთან“ კვარაცხელიას გოლი თვის საუკეთესოდ დაასახელეს.
რა თქმა უნდა: ხვიჩას გოლი თვის გოლია
GIPHY App Key not set. Please check settings