ევროპაში სანაკრებო პაუზის დროა, მაგრამ იტალიაში მაინც მოიცალეს თვის საუკეთესო გოლის გამოსავლენად და დიდად არ იქნება გასაკვირი თუ ვიტყვით, რომ საუკეთესო გოლის ავტორია – ხვიჩა კვარაცხელია.
ბუნებრივია, საუბარია 26-ე ტურის მატჩში ბერგამოს „ატალანტას“ კარში გატანილ გოლზე, როდესაც რამდენიმე მცველის გარემოცვაში ქართველმა ვარსკვლავმა მეტოქეებს თავბრუ დაახვია და ისე შეაგდო.
ხვიჩამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ რიგებში ყველა ტურნირზე 29 მატჩი ითამაშა და 14 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings