in

ჩამოვიდნენ: ნორვეგიას ჩვენგან 3 ქულა უნდა

საქართველოს ნაკრები ხვალ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს და პირველი მეტოქე სერიოზულია – უჰოლანდო, მაგრამ დაჭრილი ნორვეგია, რომელსაც ჩვენგან ქულები უნდა.

ნორვეგიელებმა პირველი ტურის მატჩი ცუდად არ ითამაშეს სტუმრად ესპანეთთან, მაგრამ მაინც 0:3 წააგეს და ახლა მეორე შეხვედრაში მარცხი სერიოზულად შეაფერხებს მათ მიზნებს.

ესპანეთთან წაგების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა გუნდი იქვე მალაგაში მსუბუქად დატვირთა, მანამდე კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოში მოსაგებად აპირებდა ჩასვლას.

„მატჩის შემდეგ, ჩანაწერი რამდენჯერმე ვნახე და ბურთს ძალიან კარგად ვაკონტროლებდით. მთელი კვირა ვემზადებოდით, ესპანეთს სერიოზული გამოცდა მოვუწყვეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. ჩვენ კვლავ ზეწოლის ქვეშ ვართ, ამიტომ საქართველოში ქულები უნდა ავიღოთ, ცუდი სტარტი რომ არ გამოგვივიდეს. სასურველი იქნება, საქართველოსთან და შოტლანდიასთან ქულები დავაგროვოთ, ხოლო კვიპროსს ორჯერ მოვუგოთ.

ესპანეთთან მატჩის შემდეგ ზოგს მცირე ტრავმა აწუხებს, მაგრამ დანებებას არავინ აპირებს. ვფიქრობ, რომ სამშაბათამდე ყველა ფეხბურთელი მომჯობინდება და სათამაშოდ მზად იქნება“,.

ნორვეგიელებს ბათუმში წამოსვლამდე მცირე პრობლემები შეექმნათ, ჩარტერული ავიარეისი რამდენიმე საათით გადაიდო, მაგრამ ჩვენი მეტოქე უკვე ჩვენს ქვეყანაშია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყაზახეთმა დიდი სენსაცია დადო, რონალდომ ისევ დუბლი

ვიდეო: თავ-პირს დაგალეწავ!.. დვალიშვილი ფანს ეჩხუბა