NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში „ბოსტონ სელტიკსმა“ „სან ანტონიო სპურსს“ უმასპინძლა და დიდი სხვაობით დაამარცხა – 137:93.
სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა 22 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
„ბოსტონი“ 52 მოგებითა და 23 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა, „სან ანტონიო“ კი 19 გამარჯვებითა და 56 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩში სანდროს გუნდი 30 მარტს „იუტა ჯაზს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings