გიორგი მიქაუტაძე მარტში „მეცის“ საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ჩვენიანი საუკეთესოდ გულშემატკივრებმა დაასახელეს, გამოკითხვა კი კლუბის ოფიციალურ გვერდზე ჩატარდა.
ქომაგებმა საუკეთესო ოთხ ფეხბურთელს შორის გამოავლინეს.
ნომინანტები იყვნენ: იუსეფ მაზიზი (3 გოლი), გიორგი მიქაუტაძე (2 გოლი და 2 საგოლე პასი), ისმაელ ტრაორე (1 საგოლე პასი), მატიე უდოლი (1 საგოლე პასი).
გულშემატკივართა 74%-მა უპირატესობა ქართველ თავდამსხმელს მიანიჭა.
მარტში „მეცმა“ სტუმრად მოუგო „ანისის“ (3:0) და „რუენს“ (2:1), შინ კი გათამაშების ლიდერ „ლე ავრთან“ ფრედ ითამაშა (1:1).
„მეცი“ მე-4 ადგილზეა, მეორადგილოსან „ბორდოს“ 2 ქულით ჩამორჩება და ლიგა 1-ში გადასავლელად იბრძვის.
GIPHY App Key not set. Please check settings