ევროპამ ევროპის ჩემპიონატი დაიწყო: 2024 წლის პირველობის შესარჩევმა სტარტი აიღო და უკვე დამყარდა რეკორდები და პირველსავე ტურში მივიღეთ ერთი დიდი მატჩი – მოქმედმა ჩემპიონმა იტალიამ შინ, ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლის სტადიონზე წააგო ბოლო ევროს ფინალისტ ინგლისთან.
იტალია – ინგლისი 1:2
გოლები: 0:1 რაისი (13), 0:2 კეინი (44-პენ), რეტეგი (56)
იტალია: დონარუმა, დი ლორენცო, ტოლოი, აჩერბი, სპინაცოლა, ვერატი (88. სკამაკა), ჟორჟინიო (69. ტონალი), ბარელა (62. კრისტანტე), პელეგრინი (69. გნონტო), ბერარდი (62. პოლიტანო), რეტეგი.
ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, მაგუაირი, სტოუნზი, შოუ, ფილიპსი, რაისი, ბელინგემი (85. გალაჰერი), გრილიში (69. ფოდენი/81. ტრიპიერი), საკა (85. ჯეიმსი), კეინი.
გაძევება: შოუ (80. ინგლისი)
ჰარი კეინი 54 გოლით ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
შეწყდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე იტალიის ნაკრების 14-მატჩიანი მოგებებისა და 40-მატჩიანი წაუგებელი სერია.
ინგლისმა 1961 წლის შემდეგ პირველად მოიგო იტალიაში.
ინგლისმა 2012 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა იტალია.
პორტუგალია – ლიხტენშტაინი 4:0
გოლები: 1:0 ჟოაო კანსელო (8), 2:0 ბერნარდო სილვა (47), 3:0 კრიშტიანო რონალდო (51-პენ). 4:0 კრიშტიანო რონალდო (63)
კრიშტიანო რონალდომ მსოფლიო რეკორდი დაამყარა სანაკრებო დონეზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით – ფორვარდმა პორტუგალიის ნაკრებში 197-ე მატჩი ჩაატარა.
რონალდო ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრებში ოფიციალურ მატჩებში 100 გოლი დააგროვა.
რონალდოს ნაკრებში 120 გოლი დაუგროვდა. ის სანაკრებო დონეზე გოლების რაოდენობითაც მსოფლიო რეკორდსმენია.
რონალდომ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა საჯარიმო დარტყმით. მანამდე მან „ალ-ნასრის“ შემადგენლობაში გამოიჩინა თავი.
რონალდო ზედიზედ 20 წელია ახერხებს ნაკრებში გოლის გატანას. ეს სერია 2004 წლიდან იღებს სათავეს.
რონალდომ კარიერაში 47-ე ნაკრებს გაუტანა.
მაკედონია – მალტა 2:1
გოლები: 1:0 ელმასი (66), 2:0 ჩურლინოვი (72), 2:1 იანიკი (85)
ბოსნია – ისლანდია 3:0
გოლები: 1:0 კრუნიჩი (14), 2:0 კრუნიჩი (40), 3:0 დედიჩი (63)
სლოვაკეთი – ლუქსემბურგი 0:0
ყაზახეთი – სლოვენია 1:2
გოლები: 1:0 სამოროდოვი (24), 1:1 ბრეკალო (47), 1:2 ვიპოტნიკი (78)
სან მარინო – ჩრ. ირლანდია 0:2
გოლები: 0:1 ჩარლზი (24), 0:2 ჩარლზი (55)
დანია – ფინეთი 3:1
გოლები: 1:0 ჰოილუნდი (21), 1:1 ანტმანი (53), 2:1 ჰოილუნდი (82), 3:1 ჰოილუნდი (90+3)
GIPHY App Key not set. Please check settings