in

ნაპოლი იტალიაში ყველაზე ძვირია

Tranfermarkt-მა სერია ა-ს კლუბების შემადგენლობების ფასები განაახლა. გათამაშების ლიდერი „ნაპოლი“ 86 მილიონი ევროთი გაძვირდა და მისმა ფასმა 629 მილიონს მიაღწია. ხვიჩას გუნდი პირველ ადგილზეა.
არადა, სეზონის წინ ნეაპოლელების ფასი არც თუ მაღალი იყო, მით უმეტეს, რომ ყველაზე ძვირდღირებული ფეხბურთელები გაუშვეს. მაგრამ ახლების დიდებული თამაშის შემდეგ, გუნდი უპირობოდ დაწინაურდა.

შეგახსენებთ, თავად კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონი გახდა და ის იტალიაში ამ მხრივ მეორე ადგილზეა თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ იტალიის 5 ყველაზე ძვირიანი კლუბიდან სამის შემადგენლობა გაიაფდა: „ინტერის“ 24 მილიონით, „მილანის“ და „იუვენტუსის“ – 22-22 მილიონით.

სერია ა-ს ტოპ 10 გუნდი შემადგენლობის სიძვირის მიხედვით:

  1. ნაპოლი – 629 მლნ
  2. მილანი – 547
  3. ინტერი – 534
  4. იუვენტუსი – 421
  5. ატალანტა – 330
  6. რომა – 317
  7. ლაციო – 275
  8. ფიორენტინა – 236
  9. სასუოლო – 171
  10. ტორინო – 170

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა შესაძლოა მარტშიც საუკეთესო გახდეს: მიეცი ხმა

Exclusive: გიორგი შერმადინი – დავამტკიცებთ, რომ მსოფლიოზე შემთხვევით არ მოვხვედრილვართ