in

BREAKING: ჰოლანდი არ იქნება – ტრავმა მიიღო და შეკრება დატოვა

საქართველოს ნაკრებს 28 მარტს ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი ნორვეგიასთან უწევს. ბუნებრივია, ჩვენების მთავარი თავის ტკივილი ერლინგ ჰოლანდია, რომლის გაჩერება დედამიწაზე ყველას უჭირს. თუმცა, როგორც ბოლო წამს ვრცელდება ინფორმაცია, ნორვეგიელ გიგანტს სანაკრებო თამაშების გამოტოვება მოუწევს.

ერლინგ ჰალანდი გამოტოვებს ესპანეთისა და საქართველოს წინააღმდეგ თამაშებს საზარდულის ტრავმის გამო.

ჰოლანდმა ნორვეგიის ნაკრები დატოვა, როგორც ამის შესახებ FA-ს ოფიციალურმა განცხადებაშია ნათქვამი.

ინგლისის თასზე „ბარნლისთან“ მატჩის შემდეგ „სიტის“ თავდამსხმელმა საზარდულის არეში ტკივილი იგრძნო. ნორვეგიის ნაკრების სამედიცინო შტაბმა საჭირო გამოკვლევების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელი კლუბში მიებრუნებინა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას რეკორდი, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში 16 წელი გაძლო

გაიცანით კაროლინა – ლეო მესის ყველაზე ლამაზი ფანი და სექს-სკანდალის მონაწილე