„ნაპოლის“ სრული დომინაცია სერია ა-ში გრძელდება. გუნდმა ბოლოს „ტორინო“ გაანადგურა – 4:0.
პროცესის ცენტრში ტრადიციულად გახლდათ ხვიჩა კვარაცხელია: ამ მატჩში 1+1 გაიფორმა.
ხვიჩას უკვე აქვს 12 გოლი და 10 ასისტი სერია ა-ში. ორნიშნა ციფრი იქაც და აქაც სადებიუტო სეზონში ტოპ 5 ლიგაში 16 წელია არ ყოფილა.
ბოლოს, ვისაც ასეთი რამ გამოუვიდა ბრაზილიელი დიეგო იყო. მან 2006/07 წლებისე სეზონში 13+14 გააკეთა ბუნდესლიგაში „ვერდერის“ შემადგენლობაში. მაშინ „ვერდერი“ მე-3 ადგილზე გავიდა, „ნაპოლი“ კი ჩემპიონი ხდება.
ყველა ტურნირზე კი ხვიჩას 14+16 აქვს – კოსმოსია!
აპრილში „ნაპოლის“ ელოდება მატჩები „მილანთან“ (ჩემპიონატშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც), „ლეჩესთან“, „ვერონასთან“, „იუვენტუსთან“ და „სალერნიტანასთან“.
თუმცა მანამდე ხვიჩას ნაკრებში აქვს საქმე გასაკეთებელი – საქართველო ევრო 2024-ის შესარჩევს ციკლს იწყებს და კვარას პირველი დუელი თვით ჰოლანდთან უწევს. აი კიდევ ერთი ინტრიგა.
GIPHY App Key not set. Please check settings