სერია ა-ს ბოლო ტურის მატჩში „ნაპოლის“ გოლეადორმა ვიქტორ ოსიმენმა „ტორინოსთან“ დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი 4:0 მოიგო. ოსიმენს სეზონში 21 გოლი აქვს და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიცაა.
DAZN-თან ინტერვიუში ვიქტორმა ახსნა თუ რატომ იტანს ამდენ გოლს:
„მინდა ყველა მატჩში გავიტანო, რათა აფრიკელ ბავშვებს საჭმელი ჰქონდეთ. ვიცი, რომ ისინი მუდმივად დებენ ფსონს ჩემს გოლებზე“.
ნიგერიელის ასეთი მოტივაცია პატივისცემის ღირსია, არა?
GIPHY App Key not set. Please check settings