in

საქართველოსთან გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის საკვანძო თამაში: ნორვეგია ბათუმში მოსაგებად მოდის

საქართველოს ნაკრები ერთ კვირაში ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპს დაიწყებს. პირველი მეტოქე ძალზე სერიოზულია – მაგარი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნორვეგია. ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მას არც ნორვეგიელი ვიზავი ჩამორჩა. მედიას ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენიც შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიას საქართველომდე ერთი ურთულესი მატჩი ელოდება – სტუმრად ესპანეთთან (25 მარტს).

სტოლე სოლბაკენი:

„ედეგორი და ჰოლანდი მსოფლიო ფეხბურთში გამორჩეულები არიან. მსგავსი მოთამაშეები აქამდე ბევრი არ გვყოლია. თუ გუნდურად ვითამაშებთ, მაშინ მათ თავის გამოჩენა კიდევ უფრო გაუადვილდებათ.

ედეგორმა ერთა ლიგის მატჩებში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა, ჰოლანდმა კი ყველაზე მეტი გაიტანა, მაგრამ გულუბრყვილობა იქნება, ვიფიქროთ, რომ ისინი ისევე ადვილად ითამაშებენ ნაკრებში, როგორც ამას კლუბებში აკეთებენ.

სამწუხაროა, რომ მცველი კრისტოფერ აიერი ვერ დაგვეხმარება, რომელსაც ტრავმა აწუხებს. ასევე დასანანია, რომ ისეთ ფეხბურთელს როგორიც ლეო ესტიგორია, „ნაპოლიში“ ფაქტობრივად სათამაშო დროს არ აძლევენ. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ დაცვაში კრიზისია. პირველ ტაიმში გოლს თითქმის არ ვუშვებთ.

მთელი გუნდი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ერთდროულად ორ მატჩზე ვფიქრობთ. ბათუმში ჩასასვლელად ხანგრძლივი მგზავრობა მოგვიწევს და აღდგენისთვის ორიოდ დღე გვექნება. ორი მძიმე შეხვედრა გველის, მაგრამ საქართველოსთან სამი ქულის მოპოვება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ესპანეთთან. ეს ჩვენთვის საკვანძო თამაშია. ამოცანაა: ფრე მალაგაში და მოგება ბათუმში. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივესთან ვა-ბანკზე წავალთ“.

სოლბაკენის თქმით, ნორვეგიის ნაკრების ამოცანა ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა, სადაც ნორვეგია 24 წელია არ ყოფილა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილი მაიამის მასტერს გამოეთიშა: ნიკა ასე დაბლა არ დაშვებულა

კიდევ უფრო წინ: ხვიჩა ოქროს ბურთის გამოკითხვაში უკვე მე-6 ადგილზეა