ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა „ნაპოლიმ“ კიდევ ერთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარეს. სერია ა-ს 27-ე ტურში „ნაპოლი“ „ტორინოს“ ესტუმრა და 4:0 დაამარცხა.
ქართველმა ვარსკვლავმა პენალტი აიკიდა, თავად გაიტანა და მერე საგოლე პასიც გააკეთა. გარდა ამისა, მესამე გოლშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ჯერ აიკიდა და გაიტანა, მერე გაატანინა: ნაპოლიმ ისევ მოიგო, ხვიჩას გოლი და პასი აქვს
Sofascore-მა კვარას თამაში 8.3 ქულით შეაფასა. მეორე ცნობილმა გამოცემა Whoscore-მა კი ხვიჩას 8.5 ქულა დაუწერა.
ორივე პორტალმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დუბლის ავტორი ვიქტორ ოსიმენი დაასახელა.
GIPHY App Key not set. Please check settings