in

სადაა საქართველო? – ევროპის თავში! ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია 38:11 დაამარცხა და ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა, ისე ტურნირი მეთხუთმეტედ მოიგო.

ეს იყო „ბორჯღალოსნებისთვის“ ამ ტურნირზე მოგებული მე-100 მატჩი. ქართველმა მორაგბეებმა წაუგებელი სერია 29 მატჩამდე გაზარდეს, რაც ახალი რეკორდია.

პირველი ლელო პორტუგალიელებმა დადეს, თუმცა საქართველომ მალევე მოახერხა თამაშის დალაგება და 10-წუთიან მონაკვეთში ორი ლელო დადო – აკაკი ტაბუცაძემ დუბლი შეასრულა, ნაკრებში 27 ლელო დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ მამუკა გორგოძეს გაუთანაბრდა.
პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 12:11 მოიგეს.

მეორე ტაიმი ჩვენებმა ბრწყინვალედ ჩაატარეს. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 6 ლელო დაუდო.

მატჩის წინ „ბორჯღალოსნების“ მწვრთნელმა მაისაშვილმა თქვა, რომ ეს მატჩი ყველას დაანახებდა, სადაა ჩვენი გუნდი და სადაა მეტოქე.

მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში საქართველო მე-11 პოზიციაზე აინაცვლებს.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 20 კეპი, 43 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 27 კეპი, 125ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 24 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 80ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 106 კეპი, 90 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 41კეპი, 329 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 74 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 9 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 96 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 33 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 45 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 81 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 28 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 35 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 39 კეპი, 55 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 29 კეპი, 30 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 36კეპი, 10 ქულა), 18. გურამ პაპიძე (პო, 8 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 9 კეპი, 5 ქულა), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 21 კეპი, 25 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 44 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 6 კეპი, 36 ქულა), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 2 კეპი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯერ აიკიდა და გაიტანა, მერე გაატანინა: ნაპოლიმ ისევ მოიგო, ხვიჩას გოლი და პასი აქვს

ვირტუსმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა და გალიდერდა