ერლინგ ჰოლანდმა ინგლისის თასის ¼ ფინალში „ბარნლისთან“ (6:0) 3 გოლი გაიტანა.
„სიტის“ ფორვარდმა მიმდინარე სეზონში მე-6 ჰეთ-თრიქი შეასრულა ყველა ტურნირზე – ეს უფრო მეტია, ვიდრე პრემიერლიგის ერთად აღებული ყველა სხვა ფეხბურთელის შედეგი (5).
ჰოლანდი ასევე გახდა პრემიერლიგის ისტორიაში მე-6 ფეხბურთელი 40+ გოლით.
ნორვეგიელის ანგარიშზე საკლუბო დონეზე ამ სეზონში უკვე 42 გოლია.
ყველა შეჯიბრზე 40-ზე მეტი გაუტანიათ ჰარი კეინს (41, 2017/18), ენდი კოულს (41, 1993/94), კრიშტიანო რონალდოს (42, 2007/08), მოჰამედ სალაჰს (44, 2017/18) და რუდ ვან ნისტერლოის (44, 2002/03).
„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ინგლისის ჩემპიონატის რეკორდი გაიმეორა ერთ სეზონში თავით გატანილი გოლების რაოდენობით – “საუთჰემპტონთან” პრემიერლიგურ შეხვედრაში (3:3).
მან 9 ბურთი შეაგდო თავური დარტყმით და დანკან ფერგიუსონს აჯობა (1997/98 სეზონი).
ზლატან იბრაჰიმოვიჩი სერია ა-ს ისტორიაში გოლის ყველაზე ხანდაზმული ავტორი გახდა.
„მილანის“ ფორვარდმა „უდინეზესთან“ (1:3) პენალტი გაიტანა.
შვედმა ბურთი კარში 41 წლის და 166 დღის ასაკში გაგზავნა. მან ალესანდრო კოსტაკურტას რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც ასევე „მილანის“ რიგებში გოლი 41 წლისამ და 25 დღისამ გაიტანა 2007 წელს.
ბერგამოს „ატალანტას“ თავდამსხელი რასმუს ჰოილუნდი 27 წლის განმავლობაში კლუბის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 7 გოლი გაიტანა 21 წლის ასაკამდე.
1995/96 წლების სეზონში დომენიკო მორფეომ 11 გოლი გაიტანა.
მარკო როისი დორტმუნდის „ბორუსიას“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიას სათავეში ჩაუდგა.
33 წლის ფეხბურთელმა „კიოლნთან“ (6:1) დუბლი შეასრულა.
ეს როისის 160-ე და 161-ე გოლებია და მან მიხაელ ცორკის რეკორდი მოხსნა.
მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელი დიეგო სიმეონე ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში გამარჯვებების რაოდენობით მესამე ადგილზე ავიდა. საუბარი მწვრთნელებზეა.
არგენტინელმა სპეციალისტმა 429 მატჩში 260 გამარჯვება მოიპოვა და „დეპორტივოს“ მწვრთნელ ხავიერ ირურეტას გაასწრო.
ლიდერები არიან მიგელ მუნიოსი (323 მოგება 608 მატჩში) და ლუის არაგონესი (344 მოგება 756 მატჩში).
GIPHY App Key not set. Please check settings