in

იტალია აღზევდა: ვის რამდენი შერჩა ევროპაში

იტალიური კლუბები ევროარენაზე ბრუნდებიან. იყო დრო, როდესაც სერია ა-ს გუნდები სამივე ევროტურნირზე დომინირებდნენ, მერე ისინი ჩააჩოჩეს და კარგა ხანს ვეღარ აღწევდნენ ძველებურ შედეგებს. ახლა კი საუცხოო სეზონი გამოუვიდათ. ევროთასებზე ყველაზე მეტი გუნდი სწორედ იტალიელებს შერჩათ და პრემიერლიგასაც კი აჯობეს.

ევროთასების ¼ ფინალში იტალიას ერთბაშად 6 გუნდი ეყოლება. ეს კი საუკეთესო მაჩვენებელია ყველა ქვეყანას შორის.

ჩემპიონთა ლიგაზე იტალიას წარმოადგენენ „ნაპოლი“, „მილანი“ და „ინტერი“; ევროპა ლიგაზე – „იუვენტუსი“ და „რომა“; კონფერენსლიგაზე – „ფიორენტინა“.

¼ ფინალშია 4 ინგლისური კლუბი: „სიტი“, „ჩელსი“ (ჩემპიონთა ლიგა), „მანჩესტერი“ (ევროპის ლიგა), „ვესტ ჰემი“ (კონფერენციის ლიგა).

ბელგიას შერჩა სამი გუნდი: „უნიონ სტ. ჯილი“ (ევროპის ლიგა), „გენტი“, „ანდერლეხტი“ (კონფერენციის ლიგა).

გერმანიას, ესპანეთს, ნიდერლანდებს და პორტუგალიას – 2-2.
შვეიცარიას, საფრანგეთსა და პოლონეთს კი თითო.

გერმანია: „ბაიერნი“ (ჩემპიონთა ლიგა), „ლევერკუზენი: (ევროპის ლიგა).
ესპანეთი: „რეალი“ (ჩემპიონთა ლიგა), „სევილია“ (ევროპის ლიგა).
პორტუგალია: „ბენფიკა“ (ჩემპიონთა ლიგა), „სპორტინგი“ (ევროპის ლიგა)
ნიდერლანდები: „ფეიენოორდი“ (ევროპის ლიგა), „ალკმაარი“ (კონფერენციის ლიგა)
საფრანგეთი: „ნიცა“ (კონფერენციის ლიგა)
შვეიცარია: „ბაზელი“ (კონფერენციის ლიგა)
პოლონეთი: „ლეხი“ (კონფერენციის ლიგა)

სამივე ევროტურნირის ¼ ფინალური ეტაპის წილისყრა დღეს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისის ლიდერი ევროპიდან გააგდეს – ევროთასების მატჩები

ნაპოლი ჯერ მილანს შეხვდა, მერე… ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები