ნბა-ს მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში 70-ე მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდომ“. ფლორიდელები „ფინიქს სანსს“ ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში 113:116 დამარცხდნენ.
მატჩის ბომბარდირი ორლანდოელი ფულცი გახდა, რომელმაც 25 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.
გოგა ბითაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 8 წუთი, 2 ქულა, 2 დაფარება, 5 მოხსნა, 1 პასი. მისი მოედანზე ყოფნისას „მეჯიქი“ +9-თ დაწინაურდა. ეს გახლდათ საუკეთესი მაჩვენებელი სტუმართა შორის.
„ორლანდოს“ 70 მატჩიდან 28 მოგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეცამეტე ადგილზეა. მომდევნო თამაშს 18 მარტს სტუმრად „კლიპერსთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings