NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქს“ უმასპინძლა და 132:114 მოუგო.
სამუხაროდ, გოგას არ უთამაშია, სანდრო კი პირველივე მეოთხედში შევიდა და ჯამში 21:29 წუთი ითამაშა. მან 7 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.
მამუკელაშვილმა 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან კი ერთხელ არაზუსტად ისროლა. მას 2 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი ჰქონდა.
სანდროს პასები
მომდევნო შეხვედრას „სპურსი“ 16 მარტს, „დალას მავერიკსის“ წინააღმდეგ გამართავს, „ორლანდო მეჯიქი“ კი 17 მარტს „ფინიქს სანსს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings