ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტასთან“ ისეთი გოლი გაიტანა, გადარია სამყარო და რა გასაკვირია, რომ სერია ა-ს ტურის სიმბოლურშიც შეიყვანეს.
სიმბოლური ნაკრები Sofascore-მა შეადგინა.
პორტალმა ჩვენიანის თამაში „ატალანტასთან“ 8,0 ქულით შეაფასა.
ხვიჩას გარდა „ნაპოლიდან“ ტურის სიმბოლურში მეორე გოლის ავტორი რაჰმანიც მოხვდა.
გაგახსენებთ, კვარაცხელია სერია ა-ს თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და მატჩამდე პრიზით დააჯილდოვეს.
ხვიჩას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 9 საგოლე პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings