in

მესამე წაგება: საბერძნეთთან ვერაფერს გავხდით

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე, რომელიც ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) მიმდინარეობს, მეოთხე მატჩში ძალიან ძლიერ საბერძნეთს შეხვდა და ა 7:17 დამარცხდა.

პირველ მეოთხედში მეტოქემ მხოლოდ 1 ბურთით შეძლო წინ გასვლა, მაგრამ მეორეში მთელი 6 ბურთის გატანა მოახერხა, საპასუხოდ კი ჩვენ მხოლოდ 1 გავიტანეთ.
მესამე მეოთხედში საქარტელო შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, მეოთხე პერიოდში კი ბერძნების უპირატესობა ისევ გაიზარდა.

საქართველოს ნაკრები 4 მატჩის შემდეგ 1 მოგებითა და 3 მარცხით 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილზეა. ფინალური ეტაპის საგზურს 12 გუნდი მოიპოვებს, თითო ჯგუფიდან კი 3-3 საუკეთესო ნაკრები გადავა.

საქართველოს ნაკრებს ბოლო მატჩი 14 მარტს, 20:30 საათზე სერბეთის ნაკრებთან აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის მეცი ლიდერს დაუზავდა

ნეაპოლში მალე ბავშვებს ხვიჩას დაარქმევენ