სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოში“ მშვენიერი მატჩი ჩაატარა „დენვერთან“, ახლა კი მისი გუნდი „ოკლაჰომას“ ესტუმრა და 90:102 დამარცხდა.
სანდრო პირველივე მეოთხედში გამოჩნდა და ჯამში 16:38 წუთი ითამაშა. ჩვენიანის ანგარიშზეა 6 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება. მან 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 3-ჯერ ისროლა სამქულიანი, მაგრამ უშედეგოდ. 2-ჯერ დაკარგა ბურთი და ერთხელ დაჯარიმდა.
მომდევნო მატჩს შეხვედრას „სან ანტონიო“ 15 მარტს „ორლანდო მეჯიქის“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings