in

მამარდა უსაქმოდ იყო და კარი მშრალად შეინახა: ვალენსიამ მოიგო და გასავარდნი ზონიდან ამოძვრა, მაგრამ…

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის 25-ე ტურში შინ „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა.

უნდა ითქვას, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მარტივი თამაში გიორგისთვის, ქართველ მეკარეს ბევრი საქმე არც ჰქონია. მამარდამ სეზონში მეხუთედ შეინახა კარი მშრალად.

მასპინძლები პირველ ტაიმში გოლი ვერ გაიტანეს და წნეხი მეორეში გაზარდეს და 74-ე წუთზე მიზანს მიაღწიეს (ჯასტინ კლუივერტი).
90-ე წუთზე მასპინძელმა უგო დურომ პენალტი გააფუჭა.

„ვალენსიამ“ ბოლო სამიდან ორი თამაში მოიგო, მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა და 26 ქულით ახლა მე-16 ადგილზეა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გასავარდნ ზონას სულ რაღაც 1 ქულა აშორებს და მისი გადასწრების შანსი აქვთ „სევილიას“ და „ალემერიას“, უბრალოდ ისაა, რომ ეს გუნდები დღეს ერთმანეთს ეთამაშებიან.

თავად „ვალენსიას“ კი მომდევნო თამაში რთული ელოდება, 18 მარტს სტუმრად „ატლეტიკოსთან“. ისე, „ვალენსიელებმა“ ბოლო 4 შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით დაასრულეს – 1:0. ორი მოიგეს, ორიც წააგეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ბრწყინვალება გრძელდება: კვარამ ულამაზესი გოლი გაიტანა და ნაპოლის მოაგებინა

დიდება საქართველოს, დიდება თავისუფლებას, შეწყვიტეთ ომი: მერაბ დვალიშვილმა რუსი გალახა და ჩემპიონის ქამარს მიუახლოვდა