in

ბორდო კონკურენტს დაუზავდა და მეორეზე დარჩა: ზურიკო ბოლოს გამოცვალეს

ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ უმნიშვნელოვანესი მატჩი ჰქონდა. ჟირონდელები სტუმრად უშუალო კონკურენტ „სოშოს“ შეხვდნენ. გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.

27-ე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს.

ზურიკომ მე-18 წუთზე დრიბლინგის შემდეგ კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი მცველმა მოიგერია.

ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, მეორე ნახევარში ორმხრივი მცდელობის მიუხედავად, გოლი აღარ გასულა.

საყაიმო ანგარიშიდან გამომდინარე ცხრილში პოზიციები არ შეცვლილა. ახლა „ბორდოს“ 47 ქულა აქვს, მე-2 ადგილზეა და ისევ 1 ქულით უსწრებს მე-3-ზე მყოფ „სოშოს“.
„ბორდოს“ დაწევის შანსი აქვს გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ (44 ქულა), რომელიც ტურის მატჩს ორშაბათს გამართავს და ერთპიროვნულ ლიდერ „ჰავრს“ უმასპინძლებს.

„ბორდოს“ მომდევნო მატჩი კი შინ უწევს, 18 მარტს გასავარდ ზონაში მყოფ „ნიმთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუს საუკეთესო მატჩი: ქართველმა სან ანტონიოს მოაგებინა

ხვიჩას ბრწყინვალება გრძელდება: კვარამ ულამაზესი გოლი გაიტანა და ნაპოლის მოაგებინა