ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) მიმდინარე წყალბურთის მსოფლიო თასზე საქართველომ მესამე მატჩი ითამაშა და მსოფლიო ჩემპიონ, ძლიერ ესპანეთის ნაკრებთან წააგო – 9:20.
მეტოქემ უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა, 6:2. მეორე პერიოდში 6 გოლის გაგვიტანეს, რასაც ჩვენებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს. საქართველომ მხოლოდ ბოლო მეოთხედის მოგება შეძლო და საბოლოოდ 11 ბურთით დამარცხდა.
ესპანეთი – საქართველო 20:10 (6:2, 6:1, 6:2, 2:5)
საქართველო: რაზმაძე, ჩიქოვანი, დადვანი, შუშიაშვილი (3), ბითაძე, ადეიშვილი, ჯახაია, სარჩი (2), იმნაიშვილი (1), მაგრაქველიძე (3), ვასიჩი (1), ძიხწიარენკა, გვეტაძე
საქართველოს ნაკრებს 3 მატჩის შემდეგ 1 მოგება და 2 წაგება აქვს.
საქართველომ მსოფლიო თასზე ავსტრალია დაამარცხა – ახლა პირიქით მოხდა
საქართველომ მსოფლიო დასანანი წაგებით დაიწყო
ფინალური ეტაპის საგზურს 12 გუნდი მოიპოვებს, თითო ჯგუფიდან კი 3-3 საუკეთესო ნაკრები გადავა.
დარჩენილი მატჩების განრიგი:
13 მარტი
20:30 საბერძნეთი – საქართველო
14 მარტი
20:30 საქართველო – სერბეთი
GIPHY App Key not set. Please check settings