in

გოგა 20 წუთი ათამაშეს: 3 ქულა და წაგება

NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა „ორლანდო მეჯიქმა“, რომელმაც „იუტა ჯაზს“ უმასპინძლა და ისევ დამარცხდა – 124:131.

კარგი ამბავი ისაა, რომ გოგა ბითაძეს კვლავ საკმაო დრო მიეცა. ჩვენიანმა 20 წუთზე მეტი ითამაშა. გოგა სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 3 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში, 2 დაცვაში), 2 პასი და 2 დაფარება გააკეთა.

„ორლანდო“ 27 მოგებითა და 40 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.

მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 12 მარტს, „მაიამი ჰიტთან“ ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები: პირველზე ალექსია

მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ბუფონია