in

ნორვეგია-საქართველო გადაიდო: აქაც პოლიტიკა

საქართველოს ნაკრები მალე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს დაიწყებს: 28 მარტს ბათუმში ყველა ბილეთ გაყიდულ სტადიონზე ნორვეგიას უმასპინძლებს.

ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებების მეორე მატჩი 11 სექტემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ ერთი დღით გადაიდო. ამაზე ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა.

მიზეზი ის გახლავთ, რომ ორშაბათს ნორვეგიაში არჩევნების დღე ყოფილა.

მოკლედ, ახალი დროა: 12 სექტემბერი, სამშაბათი, 23:45 საათი (თბილისის დროით).

ეს შესაძლოა კარგიც იყოს, რადგან ჩვენს გუნდს 9 სექტემბერს შინ ესპანეთთან უწევს თამაში და ბიჭებს მეტი დრო ექნებათ დასასვენებლად.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველები ევროთასებზე – აქეთ ორმა ითამაშა, იქით ორი არ ყოფილა

შოთა შესაძლოა ტრაბზონში დაბრუნდეს: გააჩნია ვინ გახდება პრეზიდენტი