in

საქართველომ მსოფლიო თასზე ავსტრალია დაამარცხა – ახლა პირიქით მოხდა

ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) მიმდინარე წყალბურთელ მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველომ ავსტრალიის ნაკრები ბოლო წამებზე დაამარცხა – 13:12.

ორი მეოთხედის შემდეგ ქართველი წყალბურთელები 3:4 აგებდნენ. ჩვენებმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 7:4 მოიგეს და საბოლოოდ შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს – 13:12.

შეგახსენებთ, პირველ ტურში საქართველო მასპინძელთა ძლიერ ნაკრებთან, მონტენეგროსთან ასევე მინიმალური ანგარიშით და ასევე 12:13 წააგო. მაშინ მეტოქემ გადამწყვეტი ბურთი 8 წამით ადრე გაიტანა. ახლა პირიქით მოხდა.

ფინალური ეტაპის ექვსი საგზურისთვის 12 ნაკრები იბრძვის. გუნდები წრიული სისტემით ეთამაშებიან, 3-3 საუკეთესო კი ფინალში გავა.

საქართველო – ავსტრალია 13:12 (1:2, 2:2, 7:4, 3:4)

საქართველო: რაზმაძე, ახვლედიანი, დადვანი (1), შუშიაშვილი (1), ბითაძე (2), ელაჩა (3), ჯახაია, სარჩი (2), ადეიშვილი (2), მაგრაქველიძე (1), ვასიჩი (1), ძიხწიარენკა, გვეტაძე

ავსტრალია: პორტერი, მაკიანეტი, გ. ფორდი (1), ნეგუსი, პოუერი (1), ლამბიე, პავილარდი (5), ბირნერი, ა. ფორდი (3), პუტი, პოოტი, ედვარდსი (2), ჰედგესი

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:

10 მარტი
20:30 ესპანეთი – საქართველო

13 მარტი
20:30 საბერძნეთი – საქართველო

14 მარტი
20:30 საქართველო – სერბეთი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს იქნება რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ: დვალიშვილს უნდა, რომ რუსს ბოლო მოუღოს

ქართველები ევროთასებზე – აქეთ ორმა ითამაშა, იქით ორი არ ყოფილა