ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა და ორი ¼ ფინალისტი გაირკვა. განსაკუთრებული მატჩი მიუნხენში იყო, სადაც „ბაიერნთან“ ვერაფერი გააწყო პსჟ-მა – უკვე მერამდენედ მოეცარა ხელი პარიზულ გრანდს და ამ გუნდის ევროპში საშველი არა და არ დადგა.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
ბაიერნი – პსჟ 2:0
პირველი მატჩი 1:0
გოლები: 1:0 შუპო-მოტინგი (61′ გორეტცკას პასით), 2:0 გნაბრი (89′ კანსელოს პასით)
ბაიერნი: ზომერი, სტანიშიჩი, უპამეკანო, დე ლიხტი, ა. დევისი, გორეტცკა, კიმიხი, კომანი (გნაბრი 86), მიულერი (კანსელო 86), მუსიალა (მანე 82), შუპო-მოტინგი (სანე 68)
პსჟ: დონარუმა, დანილო პერეირა, რამოსი, მარკინიოსი (მუკიელე 36 / ბიჩიაბუ 46), ჰაკიმი, ვიტინია (ეკიტიკე 81), ვერატი, ფაბიან რუისი (ზაირ-ემერი 76), მენდეში, მბაპე, მესი
ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 18-დან 4 სეზონში ვერ გაიტანა.
მესი ზედიზედ მერვედ ვერ მივიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე.
მესი ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამედ გავარდა 1/8 ფინალიდან.
პსჟ-მ ისტორიაში პირველად ვერ ჩაატარა ვერცერთი „მშრალი“ მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე – გაუშვა 8-ვე შეხვედრაში.
პსჟ ყატარელი მფლობელების ხელში პირველად გავარდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან ისე, რომ გოლი არ გაუტანია.
პსჟ-ს კარში ბოლო 6-დან 5 გოლი გაიტანეს „ბაიერნის“ იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც ადრე პარიზულ გუნდში თამაშობდნენ. 3 გოლი ერიკ-მაქსიმ შუპო-მოტინგის ანგარიშზეა, ორიც – კინგსლი კომანის.
„ბაიერნს“ არ გაუშვია გოლი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 მატჩში, რითაც საკუთარი რეკორდი გაიმეორა.
„ბაიერნი“ 21-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში – არცერთი კლუბი არ გასულა ასეთი სიხშირით მთავარი ევროტურნირის ამ სტადიაზე.
ტომას მიულერი მატჩი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მბაპე: „იმედგაცრეუებულები ვართ. „ბაიერნი“ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის არის აწყობილი, ჩვენ მაქსიმუმზე ვითამაშეთ“.
გალტიე: „სულელური გოლი გავუშვით მე-2 ტაიმში. იმედგაცრუებულები ვართ, დიდი იმედებს ვამყარებდით ჩემპიონთა ლიგაზე“.
ნაგელსმანი: „ბაიერნი“ არაჩვეულებრივად კარგია და ყველაფერი შეუძლია, როდეაც ოსტატობასა და განწყობას აერთიანებს“.
ტოტენჰემი – მილანი 0:0
პირველი მატჩი 0:1
ტოტენჰემი: ფორსტერი, რომერო, ლენგლე, ბ. დევისი – ემერსონი (რიჩარლისონი 70), სკიპი, ჰოიბერგი, პერიშიჩი (პორო 53), კულუშევსკი (დავინსონ სანჩესი 83), სონი, კეინი
მილანი: მენიანი, ტიავი, ტომორი, კალულუ, თ. ერნანდესი, მესიაში (სელემეკერსი 56), კრუნიჩი, ტონალი, დიასი (ბენნასერი 81), ლეაო (რებიჩი 89), ჟირუ (ორიგი 81)
გაძევება: რომერო (77)
“მილანი” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში პირველად გავიდა 2012 წლის შემდეგ.
2006/07 წლების შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა „მილანმა“ პლეი-ოფის ერთ-ერთი სტადია გოლის გაუშვებლად გადალახა.
2011/12 წლების სეზონის შემდეგ „მილანმა“ პირველად დაძლია მერვედფინალური ბარიერი და მაშინაც ლონდონური კლუბი – „არსენალი“ დაამარცხა (4:0, 0:3).
„ტოტენჰემმა“ბოლო 147 მატჩში პირველად ითამაშა 0:0 შინ. ბოლოს ეს მოხდა „სუონსისთან“ 2017 წლის სექტემბერში.
GIPHY App Key not set. Please check settings