in

სანდრომ ბლომად ითამაშა: 6 ქულა და 4 მოსხნა

სანდრო მამუკელაშვილმა ახალ გუნდში მეორე შეხვედრა ჩაატარა. მისი „სან ანტონიო სპურსი“ „ჰიუსტონ როკეტსს“ ზედიზედ მეორედ შეხვდა და ამჯერად, დიდი სხვაობით დამარცხდა – 110:142.

მამუკელაშვილი პირველივე მეოთხედში შევიდა და საერთო ჯამში, 17:17 წუთი გამოუვიდა. მის ანგარიშზე 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრაა. სანდრომ 3-დან 1 სამქულიანი, 5-დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა. 5-ჯერ დააჯარიმეს და ერთხელ ბურთი დაკარგა.

„სან ანტონიო“ 16 მოგებითა და 49 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩი „სპურსს“ 11 მარტს „დენვერის“ წინააღმდეგ უწევს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგამ 6 წუთში 4 ქულა ჩააგდო

მბაპეს 100 მილიონი ჰყავს ინსტაგრამზე: ვინ არიან მასზე წინ