NBA-ის რეგულარულ სეზონში გოგა ბითაძის ახალი გუნდი „ორლანდო მეჯიქი“ დაძაბულ ბრძოლაში „პორტლენთან“ 119:122 დამარცხდა.
გოგამ ახალ გუნდში მესამედ ითამაშა და 6:12 წუთი ათამაშეს. ამ დროში მან 4 ქულა და 2 მოხსნა მოასწრო. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი გამოიყენა.
ამ მარცხის შემდეგ „მეჯიქს“ 27 მოგება და 38 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი ინის ზონას 3 მოგება აშორებს.
მომდევნო შეხვედრას „ორლანდო“ 8 მარტს „მილუოკი“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings