in

რუმინეთი დავდეთ: საქართველო ფინალშია, თასი საქართველოშია

საქართველომ რაგბის ევროპის ნახევარფინალში 31:7 ულაპარაკოდ დაამარცხა რუმინეთის ნაკრები და ორი ამოცანა გადაჭრა: ერთი, რომ ფინალში გავიდა და მეორე – ანთიმოზ ივერიელის თასი საქართველოში დატოვა.
ბორჯღალოსნებმა მე-16 მოიპოვეს ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც 2002 წლიდან, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრებში (მსოფლიო თასის ეგიდით ჩატარებული მატჩების გარდა) თამაშდება, რუმინელებს ეს თასი 6-ჯერ აქვთ მოგებული.

პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ორი ლელო დადეს (მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა), რომელიც თედო აბჟანდაძემ ორჯერვე ზუსტად გარდასახა, მანვე თამაშის დასაწყისში ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 17:0 მოვიგეთ.

„ბორჯღალოსნებმა“ მეორე ტაიმიც აქტიურად ჩაატარეს, ტაიმის დასაწყისში ტექნიკური ლელოთი კიდევ უფრო დაწინაურდნენ – 24:0, რასაც რუმინელებმა ერთი ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 31:7 მოუგო.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი გუშინ გამოვლინდა: პორტუგალიის ნაკრებმა ლისაბონში ესპანეთი 27:10 დაამარცხა.

ამრიგად, 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. გურამ პაპიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ოთარ გიორგაძე; 21. გელა აფრასიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დემე თაფლაძე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მბაპე პარიზის ისტორია გახდა: კილიანი ყველა დროის ბომბარდირია

ლიპარტელიანმა ოქრო მოიგო, ზაალაშვილმა ბრინჯაო – ყველაფერი თითო გვაქვს