in

ბილეთები ხვალიდან: ფასი 10-დან 50 ლარამდეა

საქართველოს ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო თამაშს კი ჩვენი გუნდი 28 მარტს ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. წლის პირველი ოფიციალური თამაში კი, ჩვენ გუნდს ნორვეგიის წინააღმდეგ ექნება. მარტში დაგეგმილი ორივე შეხვედრა ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.

მატჩებზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 2 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება. თითოეულ მომხმარებელს თამაშის მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.

25 მარტი | საქართველო – მონღოლეთი | 18:00

ბილეთის ფასი: 10, 20, 30 ლარი
VIP ტრიბუნა: 100 ლარი (ბილეთის საფასური მოიცავს VIP ზონაში არსებული საკვები სივრცის მომსახურებას).

28 მარტი | საქართველო – ნორვეგია | 20:00

ბილეთის ფასი: 10, 25, 50 ლარი
VIP ტრიბუნა: 100 ლარი (ბილეთის საფასური მოიცავს VIP ზონაში არსებული საკვები სივრცის მომსახურებას).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი და ინგლისელები ხვიჩაში 100 მილიონს იხდიან

ფოტო: გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა