საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ზედიზედ ორი მატჩი აქვს. დღეს, რიგაში, უკრაინას ვეთამაშებით, ხოლო მომდევნო შეხვედრაში, 4 ივლისს, უკვე თბილისში ესპანეთის ნაკრებს მივიღებთ.
ეს განსაკუთრებული და ისტორიული მატჩია იმის გამოც, რომ თამაშს ახალი “თბილისი არენა” (მის:უნივერსიტეტის ქუჩა N 15ა) უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მივიდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.
მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს.
გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი იქნება დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) 4 შესასვლელი და ყველა მაყურებელმა უნდა ისარგებლოს ბილეთზე დატანილი შესასვლელით.
უნივერსიტეტის ქუჩაზე 4 ივლისს, 16:00 საათიდან შეიზღუდება ავტომობილით გადაადგილება და დაშვებული იქნება მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობა პ.ქავთარაძის ქუჩიდან მ.თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით.
გულშემატკივრებს ავტომობილების პარკირება შეეძლებათ მაცხოვრის ამაღლების ეკლესიისა და თსუ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიებზე.
საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე აქტიურად მიმდინარეობს. ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია. ფასი 15 ლარიდან 50 ლარამდეა.
II იარუსი – 15, 20, 25, 30 ლარიანი ბილეთები.
I იარუსი – 30, 35-40 და 50 ლარიანი ბილეთები.
GIPHY App Key not set. Please check settings