ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ ტურის მატჩი სხვებზე გვიან ითამაშა. მთავარია წარმატებით. ჟირონდელებმა სტუმრად „ამიენი“ დაამარცხეს – 2:1.
დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. პირველ ტაიმში ზურიკომ ერთხელ სცადა შეტევის გამწვავება, მეორე ნახევარში კი მისი პასის შემდეგ თანაგუნდელმა ვერ ისარგებლა.
გოლები კი სტუმრებმა მოგვიანებით გაიტანეს, 79-ე წუთზე და არბიტრის მიერ წამატებულ დროში.
25 ტურის შემდეგ „ბორდომ“ 45 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადავიდა.
მომდევნო მატჩი „ბორდოს“ შინ აქვს, 4 მარტს ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ „სენტ ეტიენთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings