მოგეხსენებათ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
FIBA-მა საკუთარ ინსტაგრამზე ჩვენებს გამარჯვება მიულოცა:
„საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს“.
ამასთან, FIBA-მა ხვიჩა კვარაცხელიასაც მიმართა: „კვარა”, შეგინახოთ ბილეთები?“.
ცნობილია, რომ ხვიჩა კალათბურთის დიდი გულშემატკივარია. მან ისლანდიასთან გადამწყვეტ მატჩამდე ნაკრებს სიტყვითაც მიმართა და გამარჯვება უსურვა.
მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში გაიმართება – ფილიპინებში, ინდონეზიასა და იაპონიაში.
GIPHY App Key not set. Please check settings