პორტუგალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში გიორგი აბურჯანიას „ჟილ ვისენტემ“ მოულოდნელად სტუმრად 2:1 დაამარცხა იქაური გრანდი „პორტო“.
გიორგი აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი 26 ქულით მე-14 ადგილზეა.
გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ „კასტელონი“ „ინტერ სიტისთან“ სტუმრად 1:3 დამარცხდა.
23 წლის ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. ქოჩორაშვილმა 54-ე წუთზე ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა.
გიორგი 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
კვიპროსის ჩემპიონატში „აპოელი“ 25-ე ტურში ნიქოზიას „ომონიას“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო განაცხადში არ იყო, ხოლო მურთაზ დაუშვილმა და ლაშა დვალმა შეცვლაზე ითამაშეს.
„ანორთოსისმა“ საშინაო შეხვედრა მოქმედ ჩემპიონთან, ლიმასოლის აელ-თან ფრედ 1:1 დაასრულა. ფამაგუსტელთა შემადგენლობაში არც გიორგი ლორიას უთამაშია, არც ავთო ებრლიძეს. ორივე მათგანი ტრავმირებულია.
ავსტრალიაში ბექა დარცმელიასა და ბექა მიქელთაძის „ნიუკასლ ჯეთსი“ „ვესტერნ იუნაიტედთან“ 1:3 დამარცხდა. მიქელთაძემ 33-ე წუთზე 11-მეტრიანით შეამცირა სხვაობა.
მიქელთაძესთის ეს მე-5 გოლია (პლუს 2 საგოლე პასი). მან შეუცვლელად ითამაშა, დარცმელია 71-ე წუთზე შევიდა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. მისი ახალი გუნდი იქნება “მეიჟუ ჰაკა”, რომელმაც გასულ სეზონში მე-9 ადგილი დაიკავა.
30 წლის ლობჯანიძის ბოლო კლუბი ყაზახური “ჟიზილ ჟარი” იყო. მას 10 მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს ნაკრებში.
GIPHY App Key not set. Please check settings