in

ფიფამ ფეხბურთელებს დაჯილდოებაზე მისვლა სთხოვა: რეალი არ აპირებს – მესი მოიგებსო

ფიფა საიდუმლოდ ინახავს წლის საუკეთესო ფეხბურთელის მფლობელის ვინაობას, რომელსაც The Best პრიზს მისცემენ.

კანდიდატი სამია: ლეო მესი, კილიან მბაპე და ქარიმ ბენზემა.

Mundo Deportivo-ის პარიზელი კორესპოდენტი დანი გილ იწერს, რომ ფიფას არ უცნობებია ფეხბურთელებისთვის ვინ გახდება ჯილდოს მფლობელი. ორგანიზაციამ სამივე მათგანს სთხოვა, რომ დაჯილდოებაზე მივიდნენ.

გამარჯვებულს ხვალ, 27 თებერვალს პარიზში დაგეგმილ ცერემონიაზე გაამჟღავნებენ.

ამავე Mundo Deportivo-ის ჟურნალისტი ფრანსესკ აგილარი წერს, რომ The Best-ის პრიზს ლეო მესი მიიღებს.

2021 წელს ფიფამ პრიზი რობერტ ლევანდოვსკის მისცა, რომელმაც მესის და სალაჰს გაუსწრო.

გარდა ამისა, ამბობენ, რომ ცერემონიას შესაძლოა არ დაესწრონ მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლები. „სამეფო კლუბში“ ფიქრობენ, რომ მათი ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მიიღებს ჯილდოს, ამიტომაც პარიზში ჩასვლის მიზეზიც არ აქვთ.

დიდი ალბათობით, ჯილდოების უმრავლესობას არგენტინელები წაიღებენ, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი ყველაზე კარგია – სასწაული: ვალენსიამ მოიგო

რონალდომ კიდევ ერთი ჰეთ-თრიქი დადო: კრიშტიანო მესის უსწრებს – ვიდეო