საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ჰავბეკი გელა აფრასიძე მსოფლიო თასის შემდეგ, კარიერას ფრანგულ “ბაიონაში” გააგრძელებს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად სპორტულმა ჟურნალისტმა ტატო ნიკურაძემ გაავრცელა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, ფრანგულმა Lequipe-მა დაადასტურა.
25 წლის “ბორჯღალოსანი” ფრანგული “მონპელიეს” ღირსებას 2017 წლიდან იცავდა და შარშან ჩემპიონობაც მოიპოვა. ნახევარფინალში გელამ ორი რთული საჯარიმო დარტყმის გატანაც მოახერხა და მეორე ტაიმში დაახლოებით 30 წუთიც ითამაშა.
“ბაიონა” top 14-ში გამოდის და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს. ამ გუნდში საქართველოს ნაკრების გამოცდილი მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე ირჯება.
GIPHY App Key not set. Please check settings