Football London წერს, რომ “ტოტენჰემი” ზაფხულში აქტიურად შეეცდება გუნდის მეკარე უგო ლორისის შემცვლელის ყიდვას და ერთ-ერთ ასეთ ვარიანტად “ვალენსიას” ქართველი კიპერი გიორგი მამარდაშვილი ჰყავთ შეგულებული.
როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, გამოცდილი ფრანგი უკვე ასაკშია, ბოლო პერიოდში ხშირად ტრავმიანობს და თანაც, შესაძლოა, მშობლიურ “ნიცას” ან MLS-ს მიაშუროს.
გიორგის ლონდონურ გუნდში გადასვლის ალბათობას ზრდის ის ფაქტიც, რომ “ვალენსიაში” კვლავ ფინანსური კრიზისია და გუნდისთვის ზაფხულში წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა გარდაუვალი იქნება.
მამარდაშვილის გარდა, “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროში ასევე მაიკ მენიო, დავიდ რეია და რობერტო სანჩესი არიან მოქცეულნი.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings