ბათუმის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდმა საქართველოს ნაკრების მცველი გურამ გიორბელიძე დაიმატა.
„უკვე ოფიციალურად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 26 წლის ქართველი განაპირა მცველი – გურამ გიორბელიძე დაიცავს. ოფიციალური კონტრაქტი პოლონური „ზაგლებიედან“ ექვსთვიან იჯარას ითვალისწინებს“, – დაწერეს ბათუმელებმა.
26 წლის გურამ გიორბელიძეს საქართველოს ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.
გიორბელიძე ჯერ იჯარით ითამაშებს, მაგრამ „დინამოს“ 26 წლის მცველის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვს.
ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდა ბენჟამინ ტეიდი. ეს ინფორმაცია ასევე კლუბმა გაავრცელა.
28 წლის ნიგერიელი ცენტრალური ნახევარმცველი ბათუმის „დინამოში“ 2019 წლის 1 იანვარს ჩაირიცხა და გუნდის მაისურით 4 წელი ითამაშა. მან წლის დასაწყისში გუნდი დატოვა. ბენჟამინ ტეიდი ახალ კლუბში გადასვლას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ დაბრუნება მოუხდა.
ბენჟამინ ტეიდი არაერთ 2014 წლიდან ქართულ კლუბში თამაშობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings