„ვალენსიამ“ ისევ წააგო. ეს იყო პირველი შეხვედრა ახალი მწვრთნელის რუბენ ბარახას ხელმძღვანელობით. გიორგი მამარდაშვილის გუნდი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთ კონკურენტ „ხეტაფეს “ შეხვდა და 0:1 წააგო.
გიორგიმ მე-19 წუთზე ერთ დროს „ბარსელონელი“ მუნირ ელ ჰადადის დარტყმა მოიგერია. 43-ე წუთზე კი გუნდი სამჯერ გადაარჩინა – ჯერ ისევ მუნირის თავურზე გამოავლინა საოცარი რეაქცია, კუთხურიდან მოწოდებულზე კი ბურთს ორჯერ გადაეღობა.
„ხეტაფემ“ გოლი გატანა ბოლოსკენ მოახერხა. 82-ე წუთზე დაცვის მორიგი ჩავარდნით ბორხა მაიორალმა ისარგებლა და გადამწყვეტი ბურთი შეაგდო. მამარდამ გუნდი 88-ე წუთზე კიდევ ერთხელ გადაარჩინა.
22 ტურის შემდეგ „ვალენსია“ მე-19 ადგილამდე დაეშვა.
მომდევნო მატჩი „ვალენსიას“ შინ 25 თებერვალს, მე-3 ადგილზე მყოფ „სოსიედადთან“ უწევს.
GIPHY App Key not set. Please check settings