სანდრო მამუკელაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც G ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღო მონაწილეობა.
NBA-ის All Star-ის უიქენდზე G ლიგის ვარსკვლავების მატჩიც (NBA G League Next Up Game) გაიმართა, სადაც ლუკა გარზას გუნდმა 178:162 დაამარცხა სკუტ ჰენდერსონის გუნდი. სანდრო გარზას გუნდში იყო, რომელიც მატჩის MVP გახდა.
მამუკელაშვილი სასტარტოში იყო. მის ანგარიშზე 8 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრაა. შესაბამისად ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა.
ჩვენიანმა 9-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და პერიმეტრიდან ბურთი ორჯერ ააცილა. აღსანიშნავია, რომ სანდროს არც ბურთი დაუკარგავს და არც დაჯარიმებულა.
ბოლო პერიოდის მიწურულს კალათბურთელები ერთმანეთს ჩატენვებში ეჯიბრებოდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings