in

კონფლიქტები მსოფლიო ფეხბურთში: ზიდანის თავური პირველზე არ არის

გამოცემა FourFourTwo-მა მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე ხმაურიანი კონფლიქტების რეიტინგი შეადგინა.

სიაში ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის 50 კონფლიქტური სიტუაცია შეიყვანეს.

ტოპ 10 ასეთი გამოვიდა:

  1. არსენ ვენგერი და ალექს ფერგიუსონი – „არსენალისა“ და „მანჩესტერის“ კონკურენციისა და პრესაში კბენების გამო;
  2. ზინედინ ზიდანი და მარკო მატერაცი – 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეურაცხყოფის გამო;
  3. მაქსი ლოპესი და მაურო იკარდი – ვანდა ნარას ამ უკანასკნელთან წასვლის გამო;
  4. როი კინი და მიკ მაკარტი – მწვრთნელის მიმართ ფეხბურთელის კრიტიკის გამო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს;
  5. ნიკოლა ანელკა და რაიმონ დომენეკი – მწვრთნელის მიმართ ფეხბურთელის კრიტიკის გამო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს;
  6. ლოთარ მატეუსი და შტეფან ეფენბერგი– ურთიერთკრიტიკის გამო;
  7. როი კინი და პატრიკ ვიეირა – მოედნის ცენტრში მეტოქეობის გამო;
  8. „ნიუკასლის“ ფანები და მაიკ ეშლი – კლუბის არაეფექტიანად მართვის გამო;
  9. არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიო – პორტუგალიელის „ჩელსიში“ მუშაობის დროს პრესაში კინკლაობის გამო;
  10. ქარიმ ბენზემა და დიდიე დეშამი – ფეხბურთელის ნაკრებში არგამოძახების გამო მატიე ვალბუენასთან დაკავშირებული შანტაჟის საქმიდან გამომდინარე.

აღვნიშნოთ, რომ ლუის სუარესისა და პატრის ევრას კონფლიქტი სავარაუდოდ რასისიტული შეურაცხყოფის გამო მე-13 ადგილზე გავიდა, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და პეპ გვარდიოლას „ბარსელონური“ უთანხმოება მე-14 ადგილზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოიპარეს მარადონას ფეხი

ეს ბიჭი მარტო არ უნდა დავტოვოთ: აინტრახტის მწვრთნელს ხვიჩასი ეშინია